12Rounds 12Rounds.ge 032204949 info@12rounds.ge
12Rounds

აპლიკაციის გადმოწერა

გადმოწერა
გაიცანით

ჩვენი ინსტრუქტორები

ჩვენი გუნდის სერტიფიცირებული მწვრთნელები გამოირჩევიან საერთაშორისო გამოცდილებით. ისინი პროფესიონალები არიან კრივში, კიკბოქსინგში, ფუნქციონალურ ვარჯიშებსა და იოგაში. ამიტომ მათი პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული წევრის მიმართ სასურველი შედეგის მიღების გარანტიაა.

ავთანდილ ტყემალაძე

ავთანდილ ტყემალაძე

22 წლის

სპორტის ეს სახეობა ბავშვობიდანვე მიზიდავდა, რის გამოც კრივში ვარჯიში 6 წლის ასაკში დავიწყე. ამ გზამ მასწავლა როგორც უდიდესი დისციპლინა, ასევე ჯანსაღი, სუფთა ცხოვრების წესი, მენტალური სიმტკიცე და თავდაჯერებულობა, რაც ჩემი ცხოვრების მთავარ საყრდენად იქცა.
რაც შეეხება სპორტულ გამოცდილებას, 2018-2019-2020-2021 წლებში ვიყავი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და ვმონაწილეობდი არაერთ საერთაშორისო ტურნირში. უკვე 4 წელია, რაც პროფესიონალურ კრივში ვმოღვაწეობ. ამ ხნის განმავლობაში დავაგროვე უდიდესი გამოცდილება მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებში ჩართულობითა და ასპარეზობით.
„12 რაუნდი“ — ეს არის სივრცე, სადაც ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისა და მიღწევების ხარჯზე, მზად ვარ, დაგროვილი ცოდნა სრულად გადავცე ყველა იმ ადამიანს, ვინც კრივის საბრძოლო ხელოვნებით არის დაინტერესებული.