12Rounds 12Rounds.ge 032204949 info@12rounds.ge
შესვლა

შეთანხმებაკლუბით და მისი ინვენტარით სარგებლობის შესახებ

Ø კლუბის წევრი ვალდებულია ვიზიტისას თან იქონიოს დამშვები ბარათი/სამაჯური/სტიკერი (რომელიც საჭიროა კლუბში შესასვლელად და გამოსასვლელად)

Ø კლუბის წევრი ვიზიტისას ვალდებული აუცილებლად დააფიქსიროს მოსვლა და წასვლა

Ø კლუბის წევრი ვალდებულია ვიზიტისას თან იქონიოს კონკრეტულად სავარჯიშოდ განკუთვნილი სუფთა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

Ø კლუბის წევრი ვალდებულია საკუთარი ნივთები განათავსოს გამოსაცვლელ ოთახში არსებულ კარადებში და მოახდინოს მისი მოყვანა დაკეტილ მდგომარეობაში

Ø კლუბი პასუხს არ აგებს კლუბის წევრის მიერ დაკარგულ ფულზე, ძვირფას საგნებსა და სხვა ნივთებზე, რომლებიც შესანახად მიბარებული არ იყო კლუბის ადმინისტრაციისთვის

Ø კლუბის წევრი პასუხისმგებელია კლუბის წევრისთვის, როგორც მისთვის ასევე სხვისთის და კლუბისთვის მიყენებულ ზიანზე - რომელიც წარმოშვა კლუბის წევრის განზრახ ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ/უმოქმედობამ (მას შეეძლო თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი)

Ø კლუბის წევრი ვალდებულია გაუფრთხილდეს დარბაზის ინვენტარს - გამოიყენოს ის მხოლოდ დანიშნულებისამებრ/ინსტრუქციის მიხ. (ჰანტელები, ფირფიტები, სავარჯიშო მოწყობილობები, საშხაპეები, კარადები, ტომრები, ლახტები, რინგი და სხვას) დაიცვას სისუფთავე და წესრიგი

Ø კლუბის წევრი ვალდებულია ვარჯიშის დასრულების შემდეგ ინვენტარი დავაბრუნოს ადგილზე

Ø კლუბის წევრი ვალდებულია კლუბში დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი (დაუშვებელია ხმამაღალი საუბარი, ბილწსიტყვაობა, რაც დისკომფორტს უქმნის გარშემომყოფებს ან/და ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს)

Ø კლუბის წევრი ვალდებულია გაითვალისწინოს მწვრთნელის რეკომენდაციები, ასევე მიაწოდს ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ქრონიკული დაავადებების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიების შესახებ, გულსისძარღვთა დაავადებების ან მისთვის ცნობილი ნებისმიერი დაავადების შესახებ, ასევე ექიმის მიერ დატვირთვის შეზღუდვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ

Ø გთხოვთ აბონემენტის ონლაინ შეძენის შემთხვევაში, კლუბში ვიზიტისას ადმინისტრაციას დამატებით მიუთითოთ თქვენთვის ცნობილი დაავადებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის სავარაუდოდ მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანებები

Ø კლუბის წევრი ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის ნორმები, ასევე დაუშვებელია: კლუბში (გამოსაცლელ ოთახებში, თუ სხვაგან) საპარსი საშუალებების გამოყენება, საშხაპეში ფეხშიშველი შესვლა

Ø კლუბის წევრი ვალდებულია ერთპიროვნულად ისარგებლოს კუთვნილი ბარათით/აბონემენტით

საკუთარი ბარათის გადაცემა მესამე პირისთვის (დარბაზის სარგებლობის მიზნით) ჯარიმდება 30 ლარით , ასევე ამ ქმედებისთვის კლუბი უფლებამოსილია გააუქმოს აბონემენტი და მომხმარებლი შეიყვანოს სპეციალუ სიაში გაფრთხილების გარეშე ( ანაზღაურების გარეშე)

Ø კლუბის წევრი ვალდებულია გამოსაცვლელ ოთახში კარადებით ისარგებლოს მხოლოდ დარბაზში ყოფნის დროს. დარბაზში არსებულ გამოსაცვლელ ოთახებში კარადების მითვისება, დაკეტილის დატოვება შიგნით განთავსებული ნივთებით იმ დროს როდესაც მომხამრებელი არ სარგებლობს დარბაზით,

Ø კლუბის წევრი ვალდებულია დარბაზი დატოვოს არაუგვიანეს მისი აბონემენტით გათვალისწინებული დროისა, რომელიც განთავსებულია კომპანიის საიტზე WWW.12 ROUNDS.GE ასევე აღნიშნული ინფორმაცია მიწოდებულია მისთვის აბონემენტის შეძენისას.

Ø კლუბის წევრი ვალდებულია დაიცვას აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული წესები, ასევე დამატებითი - სხვა წესებიც რომელიც განთავსებულია ფინტენს ცენტრის ოფიციალურ საიტზე WWW.12ROUNDS.GE უშუალოდ დარბაზში და სხვა ხელმისაწვდომ ადგილას, მათი დაუცველობა ითვალისწინებს შესაბამის სანქციებს და ასევე მათი დარღვევისთვის შესაძლებელია აბონემენტის გაუქმება და ანაზღაურების გარეშე

Ø კლუბი უფლებამოსილია უქმე დღეებში ან/და პროფილაქტიკის მიზნით შესაძლო მოკლე ხნით შეწყვიტოს მომსახურება ან მისი ცალკეული სახეობა, რის შესახებაც 1 დღით ადრე შეატყობინებს მომხმარებელს (გამონაკლის შემთხვევებში იმავე დღეს, როდესაც აღნიშნული შეფერხება გამოწვეული კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით) მომხმარებლებს ნებისმიერი საკომუნიკაციო არხით - სმს, FB გვერდი, კომპანიის საიტი WWW.12ROUNDS.GE და ა.შ.

Ø ყველა აბონემენტი აქტიურდება თანხის გადახდის მომენტიდან და ძალაშია 30 კალენდარული დღის განმავლობაში

Ø შეძენილი სერვის(ებ)ის ღირებულება დაბრუნებას არ ექვემდებარება

Ø კლუბი უფლებამოსილია დაამუშაოს ან/და გადასცეს, მესამე პირ(ებ)ს კლუბის წევრის პერსონალური მონაცემები და ნებისმიერი სხვა ტიპის ინფორმაცია მისთვის ფასდაკლების, სარეკლამო მომსახურების მიღების ან ნებისმიერი სხვა შეთავაზების განხორციელების მიზნით, ასევე კლუბი უფლებამოსილია თავად განახორციელოს კლუბის მომხმარებლისთვის ყველა ზემოაღნიშნული შეთავაზება.

Ø ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მომხმარებელი (კლუბის წევრი) აცხადებს წინასწარ თანხმობას კლუბში მიმდინარე ვარჯიშების ამსახველი ვიდეო-ფოტო მასალა მისი მონაწილეობით, აიტვირთოს კლუბის ოფიციალურ ინსტაგრამ, ფეისბუქ გვერდებზე როგორც პოსტის ისე სთორის სახით და ამასთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია

Ø კლუბი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის წინაშე, დარბაზში ვარჯიშისას ან/და სხვა პროცესში მიღებული ტრამვა დაზიანებების გამო რომელიც გამოწვეულია პირდაპირ ან ირიბად სავარჯიშო პროცესის სპეციფიკიდან (სიმძიმის აწევა, შეხტომა, სპარინგი, ტომარასთან ვარჯიში და სხვა ვარჯიშები)

ასაკობრივი შეზღუდვა

1. 15 წლის ქვემოთ პირები დაიშვებიან მხოლოდ ინდივიდუაურ ვარჯიშზე ანუ პერსონალური მწვრთნელის აყვანის შემთხვევაში ან/და 1 საათიან ვარჯიშზე (პერსონალური 1 საათიანი ვარჯიში) რომელიც თავის მხრივ სრულდება მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ.

2. 15-16 წლის პირები დაიშვებიან მხოლოდ მწვრთნელის ან/და მშობლის თანხმობით (მწვრთნელი წყვეტს შეუძლია თუ არა კონკრეტულ პიროვნებას მიიღოს დატვირთვები,შესაბამისად დატვირთვებსაც ადგენს ზეპირსიტყვიერად ან წერილობით მწვრთნელი

3. 17 წლის და ზემოთ ასაკის პირები დაიშვებიან სტანდარტულად, შეზღუდვის გარეშე.

მთავარი

ვაკე

საბურთალო

აბონემენტები

შესვლა