12Rounds 12Rounds.ge 032204949 info@12rounds.ge
შესვლა
იოგა

იოგა

16 აპრილი 2024

კლასები დაფუძნებულია ჰათჰა იოგას, აშტანგას, კუნდალინის და ვინიასას ელემენტებზე.
ძალისმიერი და მოქნილობის პოზები, დინამიური და სტატიკური ვარჯიშები ისე ენაცვლებიან ერთმანეთს, რომ ერთი მეორისგან გვასვენებს. ფიზიკური ვარჯიშის პარალელურად ვიყენებთ სხვადასხვა სუნთქვით ტექნიკებსა და მოძრაობის თანადროულ სუნთქვას, რაც გვეხმარება ვიყოთ გაცნობიერებულ მდგომარეობაში.

პრაქტიკის განმავლობაში ყურადღებას მივაქცევთ თითოეულ პოზაში ხანგრძლივ დაყოვნებას, ამ პოზებში მოძრაობას, აქტიურ და პასიურ გაწელვებს, სუნთქვასა და კონცენტრაციას.

იოგის კლასი იწყება 15 წუთიანი გახურებით რის შემდეგაც გადავდივართ ძირითად სერიაზე. ყოველ ვარჯიშზე სხეულის სხვადასხვა ნაწილზე კეთდება აქცენტი - ქვედა ტანი (hips mobility), ზედა ტანი (spinal detox) ან ძალისმიერი/დინამიური მოძრაობები (power yoga). თითოეულ კლასზე ვიყენებთ მრავალფეროვან მოძრაობებსა და პოზებს, რომლებიც ერთმანეთში უწყვეტად და თავისუფლად გადადიან.

ამ ვარჯიშების მეშვეობით მივწვდებით თითქმის ყველა სახსარსა და კუნთს. გავიგებთ თუ როგორ მოვირგოთ პროცესი ინდივიდუალურად, ისე რომ პრაქტიკის დროს თავს მყარად და კომფორტულად ვგრძნობდეთ.

კლასი სრულდება მწოლიარე პოზებით, საიდანაც ჰარმონიულად გადავდივართ სუნთქვით ვარჯიშზე და რელაქსაციაზე. ვადუნებთ სხეულს და ვისვენებთ.

კლასები ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 08:30, 13:00 და 20:00 საათზე ვაკის ფილიალში.

მთავარი

ვაკე

საბურთალო

აბონემენტები

შესვლა