კრივი არის მაღალ ინტენსიური კარდიო და ამავდროულად ფეთქებადი ვარჯიში, რომელშიც ჩართულია მთლიანი სხეული.
მისი დინამიურობიდან გამომდინარე ორგანიზმი მოიხმარს დიდი რაოდენობის კალორიას, ასევე პოზიტიურად აისახება ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებზე. ის ეხმარება ჰორმონალური ფონის გაუმჯობესებას როგორც უშუალოდ ვარჯიშის, ასევე შემდგომ პერიოდშიც, რაც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია სტრესთან ბრძოლაში. გარდა ზემოთჩამოთვლილისა, კრივი დაგეხმარებათ გამძლეობის, მოქნილობის, კოორდინაციის, რეფლექსების, ბალანსის განვითარება-გაუმჯობესებაში. საგრძნობლად შეცვლის თქვენი სხეულის კომპოზიციას და რელიეფს