12Rounds 12Rounds.ge 032204949 info@12rounds.ge
12Rounds

აპლიკაციის გადმოწერა

გადმოწერა
15 აგვისტო 2023

ბოქსის შიდა ჩემპიონატი

ბოქსის შიდა ჩემპიონატი

2023 წლის 11 ივნისს, თბილისში, ბოქსის კლუბ “12რაუნდში” რიგით მესამე შიდა ჩემპიონატი ჩატარდა.

ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს კლუბის წევრებმა, მათ შორის, ბავშვებმა და მოზარდებმა, სულ 30-ზე მეტმა წყვილმა.

კრივის შოუ საინტერესოდ წარიმართა. მეტოქეებმა აჩვენეს ლამაზი კომბინაციები და იბრძოლეს გაბედულად, რითაც მაყურებლის სიმპატია და სიყვარული დაიმსახურეს.

გვიხარია, რომ ჩემპიონატის ფარგლებში კლუბის წევრებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს. გვსურს, კლუბის სახელით მადლობა გადავუხადოთ ყველა მონაწილეს. მათი დამსახურებით კრივის გულშემატკივრებმა შესანიშნავი შეჯიბრი იხილეს.

შემდეგი შიდა ჩემპიონატი დეკემბერში დაიგეგმა.