12Rounds 12Rounds.ge 032204949 info@12rounds.ge
შესვლა
#OK! 12 რაუნდი – MIND LIKE A CHAMPION

#OK! 12 რაუნდი – MIND LIKE A CHAMPION

22 აპრილი 2024

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კრივის დარბაზი – „12 რაუნდი“ 2021 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და საზოგადოებას კრივისა და ჯგუფური ვარჯიშების მიმართულებით მომსახურების მაღალ სტანდარტს სთავაზობს. ამ ხნის განმავლობაში კლუბმა მოახერხა ერთგული მომხმარებლების შემოკრება და ბევრი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. მაღალი ხარისხის სპორტული ინვენტარი, ოჯახური გარემო, პროფესიონალი და მეგობრული სტაფი – ეს იმ უპირატესობების მცირე ჩამონათვალია, რითაც „12 რაუნდი“ გამოირჩევა ბაზარზე. ჟურნალი OK! გაგაცნობთ „12 რაუნდის“ წევრებს, რომელთაც კრივისა და ფიტნესის სიყვარული აერთიანებთ.

როგორია „12 რაუნდის“ შექმნის ისტორია?

(ბაჩო წიკლაური – თანადამფუძნებელი და დირექტორი): ბავშვობიდან ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ორი მიმართულება – ფოლკლორი და სპორტი მიზიდავდა. სამი წლის ასაკიდან ვთამაშობდი წყალბურთს, შემდეგ იყო ძალისმიერი სამჭიდი (საქართველოს სამგზის ჩემპიონი), პარალელურად კი გაჩნდა კრივი. ცოტა მოგვიანებით კი ბოდიბილდინგი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ამ მიმართულებითაც არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ჩემპიონატში ვმონაწილეობდი. 2023 წელს 6 ოქრო მოვიპოვე, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი ვაჩვენე – IFBB World Championship Master Men’s Physique 40-44 Years, Open -top 5(finale – historical result ; IFbb president santonja world cup 2023; Master Men’s Physique 40-49 Years, Open – historical result.

ამით მინდოდა მეჩვენებინა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, რაც არ უნდა ბევრი საქმე გქონდეს, ყოველთვის არის შესაძლებელი ვარჯიშისთვის დრო გამონახო და საკუთარ თავზე გამოცადო ყველაფერი ის, რისკენაც შენს დარბაზში მოსული მომხმარებელი მიისწრაფვის – იყო მაგალითი და არა მხოლოდ მმართველი.როგორც აღვნიშნე, მთელი შეგნებული ცხოვრება სპორტით ვარ დაკავებული, სხვა საქმიანობებთან ერთად. წარმოსახვაში ყოველთვის მქონდა იდეალური დარბაზი, სადაც აუცილებლად იქნებოდა ბევრი კრივის ტომარა, რინგი და უამრავი სავარჯიშო დანადგარი. პანდემიის პერიოდში კი, ჩემმა მეგობარმა შემახვედრა თავის ძმას, რომელსაც დარბაზის შექმნის იდეა ჰქონდა. როცა ამიხსნეს კონცეფცია, მახსოვს, ვუთხარი – „ოცნება მომპარეთ-მეთქი“. ზუსტად ისეთი სივრცე შევქმენით, რაზეც ამდენი წელი ვოცნებობდით – აქ კრივის და ჯანსაღი დამოკიდებულებების აურა ტრიალებს. დარბაზში შემთხვევით არაფერი შეგვიძენია, ყველა ინვენტარი ერთი დიდი კონცეფციის ნაწილია, რომელიც ფილიალიდან შემდგომი ფილიალის გახსნამდე პროგრესსა და განახლებას განიცდის. თამამად შეიძლება განვაცხადო – კრივის მიმართულებით ასე ფართოდ და სრულყოფილად თბილისში არცერთი დარბაზი არ არის წარმოდგენილი და აქ N1 ვართ!

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

„სითი მოლის“ ფილიალში არის კრივისა და ფუნქციონალური ტრენინგის შერწყმული სივრცე. ყველა ის ელემენტი და ვარჯიში, რაც სრულდება ამ სივრცეში, თავიდან ბოლომდე მორგებულია როგორც კრივზე, ასევე ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. ვაკის ფილიალში უფრო ფართო სპექტრით ვარ წარმოდგენილი, 4 კონცეპტუალური სივრცე სრულყოფილად გაძლევს საშუალებას, ივარჯიშო: კრივი, სხვადასხვა ინტენსივობის წრიული ვარჯიშები, იოგა, გამოიყენო GYM-ის თანამედროვე ზონა. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი ყავა, კერძები და თუნდაც დარბაზიდან გაუსვლელად იმუშაოთ ონლაინრეჟიმში.

ჩვენი აბონემენტი მოიცავს აბსოლუტურად ყველა ჯგუფურ ვარჯიშს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ჯგუფურ ვარჯიშს არა ერთი, არამედ ორი მწვრთნელი ატარებს, რათა ყურადღება თანაბრად დაეთმოს ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც ჯგუფური ვარჯიშების სივრცეს სტუმრობს. გარდა ამისა, ჩვენ მოვახერხეთ და კრივის სამყაროში წამყვანი ბრენდი TITLE BOXING-ის ოფიციალური დისტრიბუტორები გავხდით. შესაბამისად, ჩვენს მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის კრივისა და სპორტული ინვენტარის აქსესუარებს ვთავაზობთ.

გვესაუბრეთ სამწვრთნელო სკოლაზე (12 Rounds Coaching school)

ეს სკოლა მე და ნათია ღარიბაშვილმა დავაფუძნეთ. იდეა ძალიან დიდი ხანია მაქვს, შესაბამის სივრცეს და სასწავლო პროგრამის სრულყოფას დიდი დრო დავუთმე. ყოველთვის მქონდა სურვილი, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც სპორტული კარიერის დროს დავაგროვე, სხვებისთვისაც გამეზიარებინა.

სკოლაში გვაქვს ორი მიმართულება: მწვრთნელის და საბაზისო. საბაზისო განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქამდე არ ჰქონია ვარჯიშსა და თეორიასთან შეხება, თუმცა აქვთ სწავლის სურვილი. კურსი მოიცავს ზოგად ანატომიას, ბიომექანიკას, ნუტრიციოლოგიის საფუძვლებს და სხვ. მწვრთნელის კურსი კი ბევრად მოცულობითია როგორც თეორიულ-პრაქტიკულ ნაწილში, ასევე სასესიო საათებით.

სამომავლო გეგმები

გეგმები ძალიან ბევრი და რეალური გვაქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი მომდევნო ფილიალის გახსნაა. ეს იქნება გლდანი–ნაძალადევის ტერიტორიაზე ძალიან მაგარი ფილიალი, ახალი „მოლის“ სივრცეში. მასშტაბებით ვაკის ფილიალზე დიდი და ბევრი სიახლით, ახალი ბრენდებით და მომხმარებლებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული.

მთავარი

ვაკე

საბურთალო

აბონემენტები

შესვლა