12Rounds 12Rounds.ge 032204949 info@12rounds.ge
შესვლა
12ROUNDS COACHING SCHOOL - სამწვრთნელო სკოლა დამწყებთათვის, მოყვარულებისთვის, მოქმედი მწვრთნელებისა და სპორტსმენებისთვის.

12ROUNDS COACHING SCHOOL - სამწვრთნელო სკოლა დამწყებთათვის, მოყვარულებისთვის, მოქმედი მწვრთნელებისა და სპორტსმენებისთვის.

17 აპრილი 2024

12 ROUNDS COACHING SCHOOL-ში საწყის ეტაპზე დაგხვდებათ სწავლების ორი მიმართულება:
- პროფესიონალი მწვრთნელი
- საბაზისო საფუძვლები

საბაზისო საფუძვლების კურსი განკუთვნილია დამწყები სპორტსმენებისთვის, დამწყები მწვრთნელებისთვის, მოყვარულებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც არ აქვს საჭირო თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა და სურს დამოუკიდებლად მიაღწიოს მიზნებს ფიტნეს სამყაროში. კურსი მოიცავს ყველა იმ საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ ელემენტებს რაც აუცილებელია დამწყებთათვის.

პროფესიონალი მწვრთნელის კურსი კი ბევრად მოცულობითია როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში. ის განკუთვნილია მოქმედი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის,რომლებსაც საბაზისო ცოდნა ანატომიასა და ფიზიოლოგიაზე უკვე აქვთ, მაგრამ სურთ ცოდნის გაღრმავება და სიახლის ძიებაში არიან. ყველა იმ ადამიანისთვის რომელსაც სიღრმისეულად სურს შეისწავლოს მწვრთნელის საქმიანობასთან დაკავშირებული დეტალები. პრაქტიკულ ნაწილში ფიტნეს მიმართულების გარდა შეისწავლით რეჰაბ სისტემას, ფიზმომზადების მეთოდებს, ჯგუფური ვარჯიშების დალაგების პრინციპს და ყველა ღია თუ ტაბუ დადებულ საკითხს.
ეს იქნება სრულფასოვანი პრაქტიკული და თეორიული კურსი, ყველაფერი იმის შესახებ რაც დარბაზში ხდება.

მთავარი

ვაკე

საბურთალო

აბონემენტები

შესვლა